„ხვიჩა ერთადერთია, ვინც არაფრისგან მომენტს ქმნის“ - იტალიელმა ჟურნალისტმა სპალეტის უპასუხა
იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო დელ გენიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და „ნაპოლის“ თავკაცის, ლუჩანო სპალეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. დელ გენიო სპალეტის პოზიციას არ იზიარებს და მისი თქმით, „კვარას“ თამაშში ეგოიზმი არ შეინიშნება.
„ხვიჩას შეფასების გრაფაში რვიანი ჩავწერე და ვეტყოდი, რომ ასე თამაში განაგრძოს. სპალეტი ამბობს, რომ ხანდახან კვარაცხელია ფინალურ ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ფინალურ ფაზამდე ხომ მიდის. მხოლოდ მას შეუძლია, არაფრისგან მომენტი შექმნას და სხვები ფინალურ ფაზამდე ვერც კი მიდიან.
თუ მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები გვინდა, რომლებიც საშინაო დავალებას ასრულებენ და სხვას არაფერს აკეთებენ, მაშინ ისინი არასწორ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებენ. თუ ყოველთვის სწორი არჩევანი გააკეთა და მარტომ გუნდს 4:0-ები მოაგებინა, იანვარში რეალში აღმოჩნდება. მოდით, არასწორი გადაწყვეტილებების უფლებაც მივცეთ. ხვიჩა უფრო ეგოისტია, ვიდრე პოლიტანო? ეს ასე არაა! 15 შემთხვევიდან კვარაცხელიას პასი ალბათ, მხოლოდ ერთხელ უნდა გაეკეთებინა. მეტჯერ ნამდვილად არა! შესაძლოა, სპალეტიმ ეს იმიტომ თქვა, რომ მისი შეფუცხუნება უნდა, მაგრამ თუ სერიოზულად ამბობს... მაშინ ეს ძალიან დელიკატური და სახიფათო რამაა. მოდით, ნიჭიერ ფეხბურთელს უკან ნუ დავხევთ და არ დაგვავიწყდეს, რომ სხვები იქამდეც ვერ მიდიან“.
ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება მილანია. 18 სექტემბერს, „პარტენოპეი“ „როსონერის“ სტუმრად დაუპირისპირდება. „შავ-წითლებს“ 14 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებენ, „პარტენოპეი“ კი პირველია.