მსოფლიო ჩემპიონატი - პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
125 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ყაზახი ოლეგ ბოლტანი დაამარცხა.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პეტრიაშვილი მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა. ქართველმა მოჭიდავემ მონღოლ წარმომადგენელთან წააგო. ჩვენმა სპორტსმენმა ნახევარფინალამდე ინდოელ დინეშ დინეშსა და ამერიკელ ჰაიდენ ნიკოლას ცილმერს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ბრინჯაოს მედალი ზურაბ იაკობიშვილმა მოიპოვა. 70 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა სომეხი არმან ანდრესიანი დაამარცხა.