ზურა იაკობიშვილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

70 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა სომეხი არმან ანდრესიანი ნატკენი ხელით დაამარცხა.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იაკობიშვილი მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა. ქართველმა მოჭიდავემ აშშ-ს წარმომადგენელთან წააგო. ჩვენმა სპორტსმენმა ნახევარფინალამდე მონღოლ ტემულენ ენხტუიასა და თურქ სერვეტ ჩოსკუნს აჯობა.

თურქ მოჭიდავესთან ბრძოლა იმით გამოირჩა, რომ მოწინააღმდეგე ბოლო წამებზე უღირსად მოიქცა. მან ჩვენი მოჭიდავე კისერში შებოჭა და ხელი არ გაუშვა, რის გამოც იაკობიშვილმა გონება დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ოლეგ ბოლტინი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე