გენო პეტრიაშვილი, ზურა იაკობიშვილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - მირიან მაისურაძე ნახევარფინალში დამარცხდა

ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მირიან მაისურაძე ნახევარფინალში დამარცხდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 92 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა ირანელ კამრან ღორბან ღასემპურისთან წააგო.

ნახევარფინალამდე მაისურაძემ იაპონელ სოშუკე ტაკატანისა და ყაზახ ადილეტ დავლუმბაიევს აჯობა. მირიანი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი იჭიდავებენ.

70 კილოგრამში იაკობიშვილი სომეხ მოჭიდავეს არმან ანდრესიანს შეხვდება, ხოლო გენო ყაზახ ოლეგ ბოლტინს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე