ხვიჩა კვარაცხელია, ალექს მერეტი
Aa
Aa

ნაპოლის მეკარე: „ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია და მომატებაც შეუძლია“

„ნაპოლის“ მეკარემ, ალექს მერეტმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ 25 წლის გოლკიპერმა „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

„ხვიჩას მნიშვნელოვანი დარტყმების განხორციელება გამოსდის და ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს, თუმცა ვფიქრობ, დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია. როცა ბურთი აქვს, მისი მეურვეობა რთულია და შესანიშნავი ფეხბურთელია. მას შეუძლია, დაცვაში დამატებითი დახმარება გაგვიწიოს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ასე გააგრძელებს, რადგან გასაოცარ რაღაცებს აკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ „კვარა“ აგვისტოს თვის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. ჩემპიონთა ლიგაზე მან 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და „ლივერპულთან“ საგოლე პასი შეასრულა, ხოლო „რეინჯერსთან“ პენალტი გამოიმუშავა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება მილანია. 18 სექტემბერს, „პარტენოპეი“ „როსონერის“ სტუმრად დაუპირისპირდება. „შავ-წითლებს“ 14 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებენ, „პარტენოპეი“ კი პირველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე