მსოფლიოს ჩემპიონატი: მირიან მაისურაძე ნახევარფინალშია
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონატი: მირიან მაისურაძე ნახევარფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

92 კგ. წონითი კატეგორიის 1/4-ფინალში მირიან მაისურაძემ ყაზახი ადილეტ დავლუმბაიევი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 1/8-ფინალში ქართველმა მოჭიდავემ იაპონელი სოშუკე ტაკატანის ბარიერი დაძლია.

57 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა.

16 სექტემბერს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის კიდევ ერთი ქართველი, გიორგი სულავა (74 კგ.) იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები