როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ნადალი ფედერერს: ვისურვებდი, რომ ეს დღე არასოდეს დამდგარიყო

დღეს, როჯერ ფედერერმა 41 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

შვეიცარიელის ჩოგბურთიდან წასვლის შემდეგ, მას უამრავი კოლეგა გამოემშვიდობა. გამონაკლისი არც რაფაელ ნადალია, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ძვირფასო როჯერ, ჩემო მეგობარო და მეტოქევ. ვისურვებდი, რომ ეს დღე არასოდეს დამდგარიყო. ეს სამწუხარო დღეა პირადად ჩემთვის და სპორტისთვის მთელ მსოფლიოში.

ჩემთვის დიდი სიამოვნება, პატივი და პრივილეგია იყო გაგვეზიარებინა მთელი ეს წლები, განვიცადე ამდენი საოცარი მომენტი კორტზე და მის ფარგლებს მიღმა.

სამომავლოდ კიდევ ბევრი მომენტია, რომელსაც ერთად გავიზიარებთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ეს ვიცით.

ამასობაში გულწრფელად გისურვებ ბედნიერებას შენ და შენს მეუღლეს მირკას, შვილებს და ოჯახს. ისიამოვნეთ რაც წინ გელოდებათ. შევხვდებით ლონდონში, ლეივერის თასზე“,

- დაწერა ესპანელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს