შესაძლოა ოთხივე დასაჯონ - FIBA თურქეთი საქართველოს ინციდენტზე
Aa
Aa

შესაძლოა ოთხივე დასაჯონ - FIBA თურქეთი საქართველოს ინციდენტზე

ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის მატჩისას მომხდარი ინციდენტის ირგვლივ FIBA-მ გამოძიება ორი კვირაა რაც დაიწყო.

დღეს მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანო ამ ფაქტის შესახებ ერთგვარ წინასწარ დასკვნას აქვეყნებს, რომლისგანაც ვიგებთ, რომ შესაძლოა ორივე მხარე დაისაჯოს:

„ორივე ეროვნული ფედერაციის ბრალდების შემდეგ, FIBA-მ ევრობასკეტ 2022-ზე თურქეთი საქართველოს მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 2022 წლის 5 სექტემბერს დაიწყო.

საქმის მასალების, მათ შორის ვიდეოების გულდასმით განხილვის შემდეგ, FIBA-მ დაიწყო დისციპლინარული სამართალწარმოება არასპორტული ქცევის გამო შემდეგი მოთამაშეების მიმართ:

დუდა სანაძე, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და ფურკან კორკმაზი. ასევე, FIBA იწყებს დისციპლინარულ სამართალწარმოებას ორივე ფედერაციის მიმართ.

FIBA-მ სთხოვა ყველა მხარეს, დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია გამოძიებასთან დაკავშირებით, სანამ მოქმედი დისციპლინარული ზომების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ“.

- ვკითხულობთ FIBA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მსვლელობისას კორკმაზი სანაძეს დაუპირისპირდა და გაძევების შემდეგ, მას „საქმის გასარჩევად“ გარეთ უხმობდა. შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასახდელში კალათბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ყველაფერს გამოძიების დასრულებისა და დასკვნის გამოქვეყენბის შემდეგ გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს