როჯერ ფედერერი
Aa
Aa

ოფიციალურად: როჯერ ფედერერმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა 41 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

როჯერმა საზოგადოებას ამის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით აცნობა.

დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ როდ ლეივერის თასზე იასპარეზებს, რის შემდეგაც კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.

„მომავალ კვირას ლონდონში, ლეივერის თასი ჩემი ბოლო ATP-ის ტურნირი იქნება“.

- ამბობს როჯერი.

როჯერის თქმით, მას ჯანმრთელობა აღარ აძლევს საშუალებას, რომ იმავე დონეზე ითამაშოს, როგორც მას სურს. ფედერერი არ გამორიცხავს ეტაპობრივად საგამოფენო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს.

41 წლის როჯერს კარიერაში ATP-ის 103 ტურნირი აქვს მოგებული, უიმბლდონი კი რეკორდულად 8-ჯერ მოიგო, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ კი ამერიკის ღია პირველობა, ერთხელ როლან გაროსსაც დაეუფლა.

როჯერი ბოლოს კორტზე 2021 წელს უიმბლდონზე გამოჩნდა, როცა მეოთხედფინალში პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი ჯგუფის მოგება იყო და ეს მიზანი ისევ ძალაშია“- რა ითქვა სანიოლის პრესკონფერენციაზე
„მიზანი ჯგუფის მოგება იყო და ეს მიზანი ისევ ძალაშია“- რა ითქვა სანიოლის პრესკონფერენციაზე