ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებების დასკვნითი მატჩი 26 სექტემბერს, სტუმრად შედგება.

ერთა ლიგის უახლოესი მატჩების წინ ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. კითხვა დაისვა ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი სპეციალისტი ნაპოლის მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის განცხადებას დაეთანხმა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრები)

,,სრულიად ვეთანხმები სპალეტის, ხვიჩა ისეთი მოთამაშეა, რომ მას ბევრი თავისუფლება სჭირდება. ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მეც სწორედ ეს ვუთხარი, რომ შეხვედრის ბედს ყოველთვის მარტო ვერ გადაწყვეტს. ის ძალიან შრომისმოყვარე და ძალიან ახალგაზრდაა, აუცილებლად ისწავლის შეცდომებზე. სპალეტი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და მჯერა, რომ ხვიჩას განვითარებაში ხელს მაქსიმალურად შეუწყობს.

ხვიჩაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემოა, თუმცა ასეთი მიდგომა მაქვს: ის რომ ჩემი შვილი იყოს, ყოველდღე არ გავუმეორებდი, რომ საუკეთესოა, რადგან ეს მას განვითარებაში ხელს შეუშლის. გახსოვთ, რომ რუბინში ყოფნისას მას თან ბევრი კრიტიკა სდევდა, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მისი პროგრესი მომწონს , თუმცა ხაზს ვუსვამ , რომ ეს ხვიჩას მაქსიმიმუმი არ არის. იმისთვის, რომ კვარაცხელიამ მაქსიმუმი აჩვენოს, ჩვენ, ყველა უნდა დავეხმაროთ: მე, როგორც მთავარი მწვრთნელი და თქვენ, მედია".

ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე პოპულარულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის სერია ა-ში, ნაპოლის მაისურით, ჯამში 8 მატჩი გამართა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. ამ დრომდე მან ნაპოლის მაისურით 515 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ხვიჩა რიბერის ზუსტი ანალოგია, ფრანგებმა არც კი მომისმინეს
სანიოლი: ხვიჩა რიბერის ზუსტი ანალოგია, ფრანგებმა არც კი მომისმინეს