გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: პეტრიაშვილი და იაკობიშვილი ნახევარფინალში არიან

დღეიდან, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს საჭიდაო ხალიჩაზე 4 ქართველი ფალავანი გამოვიდა, მათგან 2 კი ბრძოლას ოქროს მედლისთვის განაგრძობს: ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და საქართველოს დროით 18:45 საათიდან ტურნირის ფინალში გასასვლელად იჭიდავებენ.

გენო პეტრიაშვილი 1/4 ფინალში:

კიდევ ორი მოჭიდავე - ტარზან მაისურაძე (86) და ვლადიმერ გამყრელიძე (79) კი დამარცხდნენ და გააგრძელებენ, თუ არა ასპარეზობას რეპეშაჟში, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ფალავნები ფინალში გასვლას შეძლებენ, ოქროს მედლისთვის დაპირისპირებები უკვე ხვალ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია