ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, რეინჯერსი
Aa
Aa

ხვიჩას შეურაცხყოფა მიაყენეს - რეინჯერსის ფანები ნაპოლის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:3 გაიმარჯვა.

იტალიყური სააგენტო Il Mattino-ს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ შოტლანდიელი გულშემატკივრები „ნაპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელს დაუპირისპირდნენ, მათ შორის კი ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. ქომაგებმა ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი მისამართით სხვადასხვა საგნები ისროლეს.

ვითარება სტადიონის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განმუხტეს, რომლებმაც სპეციალური დერეფანი შექმნეს და ფეხბურთელებს მოედნის დატოვებაში დაეხმარნენ.

ცნობისთვის, გუშინდელ შეხვედრაში კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 89-ე წუთი გაატარა.

ამ დროის განმავლობაში, ხვიჩა პროდუქტიული იყო და 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა. ამ ეპიზოდის გარდა, ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

კვარას მომენტები რეინჯერსთან:

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ 2 ტურის შემდეგ A ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე 18 სექტემბერს „მილანი“ იქნება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მე-3 ტურში ნეაპოლური კლუბი „აიაქსს“ შეხვდება. მატჩი 4 ოქტომბერს ამსტერდამში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლოს“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
„არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლოს“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა