ევრობასკეტი: დრამატული ბრძოლა - საფრანგეთმა იტალიას ოვერტაიმში მოუგო
ევრობასკეტის მეოთხედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი იტალიას დაუპირისპირდა და 93:85 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი ფრანგებმა 7 ქულით მოიგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ, იტალიელებმა მესამე მეოთხედი 31:18 მოიგეს, რამაც შეხვედრის სცენარი რადიკალურად შეცვალა.
ფრანგებმა დასკვნითი მეოთხედის მოგება შეძლეს (21:15) და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს, თუმცა იქამდე მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა. სიმონე ფონტეკიოს 5 წამით ადრე 2 საჯარიმო სროლა ჰქონდა და ორივეს გამოყენების შემთხვევაში იტალია 79:75 დაწინაურდებოდა, რის შემდეგაც ფრანგებს მათი დაწევა ფიზიკურად აღარ შეეძლებოდათ, თუმცა ფონტეკიომ ორივე სროლა გააცუდა, რასაც გამათანაბრებელი ორქულიანი მოჰყვა (77:77) და დამატებითი ხუთწუთეული სწორედ ასე მივიღეთ.
FREE BASKETBALL! 4Q: ???????? 77-77 ????????#EuroBasket x #BringTheNoise
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September 14, 2022
???? https://t.co/XA74VljBO4 pic.twitter.com/3ncyEAZ7Ds
ოვერტაიმში ფრანგებს ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდათ, რაც ხელიდან არც გაუშვიათ. 16:8 მოიგეს და ნახევარფინალშიც გავიდნენ.
იტალიელთა შორის პარკეტზე საუკეთესო ფონტეკიო და სპიასუ იყვნენ - 21-21 ქულით.
ფრანგებიდან ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა - 19 ქულა, 13 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ნახევარფინალში სლოვენია-პოლონეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი გერმანია-ესპანეთის ჯახს ვიხილავთ.