ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ხვიჩა რიბერის ზუსტი ანალოგია, ფრანგებმა არც კი მომისმინეს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს სექტემბრის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

ფრანგი სპეციალისტი დღესვე ცნობილ ფრანგულ გამოცემა RMC Sport-ს ესაუბრა, სადაც ძირითადი აქცენტები ხვიჩა კვარაცხელიასკენ იყო მიმართული.

„ლიგა 1-ის კლუბებს შევთავაზე და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან მინდოდა ხვიჩას იქ ეთამაშა და სახელი გაეთქვა, როგორც ეს იტალიაში გააკეთა. მთელი წელი ვცდილობდი, რომ ფრანგული კლუბების ინტერესი გამომეწვია, ფინანსური რისკები მინიმალური იყო. როცა თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, ის რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

საფრანგეთში არცერთ კლუბს არ სურდა მისი შეძენა, ინტერესი მხოლოდ ერთმა გამოიჩინა. ყველა დანარჩენმა, 3-4 გრანდი, მათ სერიოზულად არც მიიღეს რეკომენდაციები. ჩემთვის დამაშვიდებელი იქნებოდა იმის მოსმენა, რომ ეთქვათ - „აჰ, დიახ, ის შესანიშნავი მოთამაშეა“. თუმცა ვისმენდი - „ის არის ფეხბურთელი, რომელიც 70-ე წუთის შემდეგ იღლება. ვილი, ხომ იცი, ის უბრალოდ ქართველია, ის არ არის ბრაზილიელი და ნაკლებად გლამურულია“.

ნეაპოლელებმა 10 მილიონი გადაიხადეს და ფეხბურთელი სწრაფად გაიფორმეს. კვარაცხელიამ ლივერპულთან იკაშკაშა, სერია ა-ში კი 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ის იმედისმომცემად იწყებს. ვილი სანიოლისთვის ამაში გასაკვირი არაფერია:

„ის არის ფეხბურთელი, რომელიც დასავლეთ ევროპის დიდი მატჩებისთვის მზად არის. მის დრიბლინგსა და დარტყმებს, თამაშს მარცხენა ფლანგიდან, ნეაპოლელი ქომაგები აღფრთოვანებაში მოჰყავს, რომლებიც ძალიან მომთხოვნები არიან.

მოდით ავიღოთ რიბერის თამაში ხვიჩას ასაკში და რისი გაუმჯობესებაც მან დროთა განმავლობაში შეძლო. ეს თითქმის ზუსტი ანალოგია. დაე ხვიჩას იგივე კარიერა ჰქონდეს, როგორიც რიბერის“.

- ვკითხულობთ ფრანგული გამოცემის ვებ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღითიდღე მტკიცდება, რომ ნაპოლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ - 90MIN-ის სტატია ხვიჩაზე
„დღითიდღე მტკიცდება, რომ ნაპოლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ - 90MIN-ის სტატია ხვიჩაზე