სერჟიო კონსეისაუ
Aa
Aa

კონსეისაუს მანქანას ქვები დაუშინეს - მანქანაში 7 წლის შვილი იჯდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „პორტუმ“ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 0:4 განადგურდა. ბელგიურმა კლუბმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ასეთმა წაგებამ პორტუგალიელი ქომაგები აღაშფოთა და პროტესტის გამოხატვის არასწორ მეთოდს მიმართეს. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის სერჟიო კონსეისაუს მანქანას თავს დაესხნენ.

      როგორც ცნობილი გახდა, გულშემატკივართა დაჯგუფებამ კონსეისაუს მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც, ავტომობილის ერთ-ერთი კარის შუშა ჩაიმტვრა.

      მანქანაში თავად მწვრთნელი, მისი მეუღლე და ორი შვილი ისხდნენ. ერთ-ერთი შვილი კი 7 წლის გახლავთ და გავრცელებული ინფორმაციით ქვა სწორედ იმ მხარეს მოხვდა, სადაც ჟოზე კონსეისაუ იჯდა.

      საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და საბოლოოდ „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა ტერიტორია პოლიციის ეკიპაჟის თანხლებით დატოვა. ამ მომენტისთვის სამართალდამცავები ვიდეო კამერების საშუალებით დამნაშავეების იდენთიფიკაციის დადგენის პროცესში არიან.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      მბაპე: “ბარსელონასთან ჰეთ-თრიკმა უფრო მაღალ დონეზე ამიყვანა“
      მბაპე: “ბარსელონასთან ჰეთ-თრიკმა უფრო მაღალ დონეზე ამიყვანა“