საქართველოს თასი, იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

საქართველოს თასი: საბურთალო და ტორპედო 1/4 ფინალში გავიდნენ

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

დღის პირველ მატჩში თბილისური „სპაერი“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუხვდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გაიტანა.

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა მარტვილის „მერანისა“ და „საბურთალოს დაპირისპირება. მარტვილში ჩატარებულ მატჩში ლიდერის სტატუსი სამჯერ შეიცვალა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო.

საბოლოოდ, ექსტრა ტაიმში უფრო ძლიერი საბურთალო გამოდგა და ლაშა ნოზაძის გუნდმა „მერანი“ 2:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ანგარიში მე-4 წუთზე იური ტაბატაძემ გახსნა, ზუსტად ორ წუთში კი „მერანმა“ წონასწორობა სილას გოლით აღადგინა. დაახლოებით 10 წუთში მასპინძლები დათა წულაიას გოლით დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში სტუმრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 68-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი სიხარულიძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

გამარჯვების გოლი პირველი დამატებული ტაიმის მე-100 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 1/4 ფინალის საგზური მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტივი გამარჯვება - ბათუმის დინამომ გაგრას მოუგო
მარტივი გამარჯვება - ბათუმის დინამომ გაგრას მოუგო