FIFA-ს არბიტრები: დემბელეს მომენტში აშკარა პენალტი იყო
Aa
Aa

FIFA-ს არბიტრები: დემბელეს მომენტში აშკარა პენალტი იყო

FIFA-ს ყოფილი არბიტრი სეზარ ლუის ბარენეჩეა თვლის, რომ „ბარსელონას“ „ბაიერნთან“ მატჩში აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს.

საუბარია პირველ ტაიმში მომხდარ ინციდენტზე, როცა ალფონსო დევისმა უსმან დემბელე წააქცია და გამეორებაზე გამოჩნდა, რომ კანადელს ბურთზე არ უთამაშია.

„მოძრაობა ძალიან მკაფიო იყო. დემბელემ პოზიცია მოიპოვა. დევისმა ფეხი წინ გამოიწია და ჩაუდგა, რის გამოც ბარსელონას გარემარბი დაეცა. ეს არის აშკარა პენალტი, დევისის მხრიდან უხეშობა იყო.

აქ კამათი შეუძლებელია - ეს აშკარა პენალტია. არ მესმის, რატომ არ ნახეს ეს მომენტი გამეორებით არბიტრებმა, არც მთავარმა და არც ვარის ოთახში, რომლებსაც კადრები ჰქონდათ. არ მესმის ამ მომენტის განხილვა რატომ არ მოხდა“.

- ამბობს ბარენეჩეა.

ასევე, წარსულში FIFA-ს ცნობილი არბიტრი, გერმანელი ვოლფგანგ შტარკი ამბობს, რომ ამ ეპიზოდში პენალტი დასანიშნი იყო.

„დემბელესა და დევისის მომენტში წესების დარღვევა იყო, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. ამ მომენტში ბაიერნს გაუმართლა".

ჩავიმ ხსენებულ ეპიზოდზე განაცხადა, რომ შესვენებაზე მთავარმა არბიტრმა მაკელიემ მას უთხრა, რომ ამ ეპიზოდში წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ALL STAR-ის მატჩი - ჩელსის ამერიკელი მფლობელის იდეა
პრემიერ ლიგის ALL STAR-ის მატჩი - ჩელსის ამერიკელი მფლობელის იდეა