პრემიერ ლიგის ALL STAR-ის მატჩი - ჩელსის ამერიკელი მფლობელის იდეა
ლონდონის „ჩელსის“ ახალმა მფლობელმა ამერიკელმა ტოდ ბოელიმ, პრემიერ ლიგას ყველა ვარსკვლავის მატჩის იდეა შესთავაზა.
ჩრდილოეთი სამხრეთის წინააღმდეგ - ეს არის ბოელის იდეა და ის თვლის, რომ ამით პრემიერ ლიგა დამატებით სოლიდურ შემოსავალს მიიღებს.
„ხალხი კითხულობს, რატომ არ აქვს მეტი ფული კლუბებს?
MLB-იმ (ბეისბოლი) წელს ყველა ვარსკვლავის თამაში ჩაატარა. ორშაბათს და სამშაბათს მათ $200 მილიონი გამოიმუშავეს.
ძალიან ადვილი იქნება პრემიერ ლიგაში ჩრდილოეთისა და სამხრეთის ყველა ვარსკვლავის მატჩის ორგანიზება და მისი დაფინანსება“.
- ამბობს ბოელი.
ბოელის სხვა იდეებიც აქვს. მაგალითად, პრემიერ ლიგის ცხრილში ბოლო ოთხეულში მყოფმა გუნდებმა ცალკე ერთმანეთში ითამაშონ და ჩემპიონშიფში გავარდნილი 3 კლუბი ასე გამოვლინდეს.
ინგლისში ჯერჯერობით ბოელის იდეებს სკეპტიკურად უყურებენ და მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა ამერიკელი დანებებას არ აპირებს და ინგლისელებს ახალ იდეებს სთავაზობს.