ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სიტყვები არ მაქვს“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მადრიდის „რეალის“ ექს-ფორვარდმა Bobo TV-ის ეთერში ქართველი გარემარბი შეაქო.

„სიტყვები არ მაქვს, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დრიბლინგს ასრულებს როგორც საჯარიმოს გარეთ, ასევე საჯარიმოში. მას ძლიერი ფეხები აქვს. ნახეთ მისი თამაში „ლივერპულთან“? ჯო გომესის წინ ფეხი ჩადგა, ამით მცველს მიანიშნა - გამატარებ ან თამაშის წესს დაარღვევ და პენალტი იქნება".

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა. ნეაპოლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დიეგო სიმეონეს მისამართით შესრულებული საგოლე პასის გარდა გოლების შექმნაში დიდი როლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსი“ - „ნაპოლის“ მატჩი 14 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უსიამოვნო ფაქტის საპასუხოდ - ნაპოლის კარგი ჟესტი ერთგულ ქომაგს
უსიამოვნო ფაქტის საპასუხოდ - ნაპოლის კარგი ჟესტი ერთგულ ქომაგს