ოფიციალურად: პრემიერ ლიგის მე-8 ტურში 3 მატჩი გაუქმდა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში, ამ უქმეებზე 10 მატჩიდან 3 შეხვედრა გაუქმდა. ინფორმაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა. მიზეზად დედოფალ ელიზაბეტ მეორის დაკრძალვა სახელდება, რის გამოც სტადიონებზე სამართალდამცველების შესაბამისი რაოდენობის მობილიზება ვერ მოხერხდება.
„ბრაიტონისა“ და „კრისტალ პალასის“ შეხვედრის გადადების შესახებ ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, დღეს კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრის გარდა „ჩელსი“ - „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ - „ლიდსის“ თამაშებიც გადაიდება.
„ბრაიტონი“ - „კრისტალ პალასის“ დაპირისპირება 17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, დანარჩენი ორი შეხვედრა კი 18 სექტემბერს იყო დაგეგმილი.
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის კალენდარი ასე გამოიყურება:
16 სექტემბერი
ასტონ ვილა-საუთჰემპტონი (23:00 საათი)
ნოტინგემი - ფულჰემი (23:00 საათი)
17 სექტემბერი
ვულვზი - მანჩესტერ სიტი (15:30 საათი)
ნიუკასლი - ბორნმუთი (18:00 საათი)
ტოტენჰემი - ლესტერი (20:30 საათი)
18 სექტემბერი
ბრენტფორდი - არსენალი (15:00 საათი)
ევერტონი - ვესტ ჰემი (17:15 საათი)