არდა თურანი
Aa
Aa

ფეხბურთიდან წავიდა - არდა თურანმა კარიერა დაასრულა

თურქული ზღაპარი დასრულდა. არდა თურანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ, თურქმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

რეალურად, თურანს საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა. სხვადასხვა დროს ის „ატლეტიკოს“, „ბარსელონას“, „ბაშაქშეჰირის“ და „გალათასარაის“ ღირსებას იცავდა. ფეხბურთის თამაში „გალაში“ დაიწყო და სწორედ იქ დაამთავრა.

ყველაზე კარგი პერიოდი არდას „როხიბლანკოში“ ჰქონდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 178 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, 35 წლის უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლა ლიგის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

ერთხელ „ბარსელონასთან“ ერთად, ხოლო ერთხელ „ატლეტიკოსთან“.. თურანმა ასევე „ბლაუგრანას“ რიგებში ესპანეთის სუპერ თასი ორჯერ მოიგო. თურანის ტიტულებში ევროპის ლიგის და ევროპის სუპერ თასსაც შევხვდებით..

View this post on Instagram

A post shared by Arda Turan (@ardaturan)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - დიეგო კოშტა ვულვზის ფეხბურთელია
ოფიციალურად - დიეგო კოშტა ვულვზის ფეხბურთელია