დიეგო კოშტა, ვულვზი
Aa
Aa

ოფიციალურად - დიეგო კოშტა ვულვზის ფეხბურთელია

2020 წელს დიეგო კოშტამ მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა და ევროპულ ფეხბურთზე უარი თქვა. ვეტერანი ესპანელი სათამაშოდ ბრაზილიაში კონკრეტულად კი „ატლეტიკო“ მინეიროში წავიდა, სადაც დღემდე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კოშტა ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებდა.

მისი თქმით, დიეგოს გადაბირება ინგლისურ „ვულვერჰემპტონს“ სურდა და საბოლოოდ ყველაფერი ასეც მოხდა. 33 წლის თავდამსხმელი „მგლების“ ფეხბურთელია და პრემიერ ლიგაში სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ესპანელს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. კოშტა 2014-დან 2017 წლის ჩათვლით „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 59 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ელიას თეოდორუ გარდაიცვალა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ელიას თეოდორუ გარდაიცვალა