დევიდ ბექჰემი, სვენ გორან ერიქსონი
Aa
Aa

ერიქსონი: ,,ბექემს ლესტერში გადმოსვლა შევთავაზე და ვიქტორიამ უარი თქვა“

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა „ლესტერში“ მუშაობის პერიოდი გაიხსენა, როცა დევიდ ბექემის დამატება სურდა, თუმცა ვიქტორია უარზე იყო.

74 წლის შვედი სპეციალისტი „მელიებს“ 2010-11 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში ბექემი MLS-ში თამაშობდა, თუმცა ერიქსონის წინადადებაზე დევიდის ნაცვლად უარი მისმა მეუღლემ, ვიქტორიამ თქვა.

ერიქსონის კომენტარი Sportbible-მა გაავრცელა:

,,მას ეს კითხვა საფეხბურთო ღონისძიებაზე ყოფნისას დავუსვი. ის იქ მის მეუღლესთან ერთად იყო. სადილამდე ვისაუბრებთ. ამ დროს „ლესტერში“ ვიყავი და დევიდს ვუთხარი: „როცა აშშ-ში კლუბთან კონტრაქტი დაგისურლდება, რატომ არ დაბრუნდები ინგლისში და არ გააფორმებ კონტრაქტს „ლესტერთან“?

მან თქვა: „ ეს შესაძლებელია''. მას უარის თქმა არ უნდოდა. შემდეგ ვიქტორიამ თქვა: „სვენ, შეგიძლიათ მე „ლესტერში“ მიხილოთ? მე ვუთხარი: ,,ალბათ, არა''. „ლესტერის'' შესახებ საუბარი ასე დასრულდა“.

შვედი სპეციალისტი ინგლისის ეროვნულ გუნდს 2001-06 წლებში წვრთნიდა.ერიქსონი და ბექემი ერთმანეთს კარგად უგებდნენ. დევიდმა 115 სანაკრებო მატჩიდან 56 ერიქსონის მწვრთნელობისას ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღალატი და დეპრესია - ტოტიმ მეუღლესთან განშორების მიზეზზე ისაუბრა
ღალატი და დეპრესია - ტოტიმ მეუღლესთან განშორების მიზეზზე ისაუბრა