ლუკა კურტანიძე
Aa
Aa

„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე

სახელოვანი ვეტერანი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი იხსენებს ისტორიას, თუ როგორ გაიგო მან აღნიშნული ტერაქტის შესახებ.

რას წერს კურტანიძე:

2001 წელს, 11 სექტემბერს დასკვნით შეკრებაზე მივდიოდით ეროვნული ნაკრები ბორჯომში... ზუსტად 12 დღეში კი ნიუ იორკში მედისონ სქვერ გარდენზე გაიმართებოდა მსოფლიო ჩემპიონატი... მახსოვს ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ რაც დატრიალდა ნიუ იორკში... ეს დრო გავიხსენე, რადგან ამდენი წლის შემდეგ იგივე განცხდაა ტრაგედიის, რაც იმ მომენტში, იმ წუთებში... რადგან მადლიერება რაც გაგვაჩნია ქართულ ერს ამერიკელი ხალხის წინაშე, ესე აისახება იმ დიდი ტრაგედიის განცდა, რაც მოხდა 21 წლის წინ! კიდევ ერთხელ, ამდენი წლის შემდეგ ვიზიარებ ამერიკელი ხალხის, თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახის ტკივილს! ღმერთმა აცხონოს მათი სული! ამინ... ეს ერთი თქვენდამი მადლიერი ქათველის გულწრფელი ემოციაა ამდენი წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბრი მსოფლიო ისტორიაში თავისი მასშტაბით უპრეცენდეტო ტერორისტულ აქტად მიიჩნევა. 21 წლის წინ, ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრის შენობებზე მიტანილ იერიშს 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ალში გახვეული ცათამბრჯენებიდან თავის დაღწევას იქ მყოფთა ნაწილი მაღალი სართულებიდან გადმოხტომით ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ლერი აბულაძე ფინალშია
მსოფლიოს ჩემპიონატი: ლერი აბულაძე ფინალშია