ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ნუგზარ წურწუმია
Aa
Aa

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმია ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდა და სამწუხაროდ უშანსოდ, პირველივე პერიოდში 8:0 დამარცხდა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ფინალამდე წურწუმიამ პირველ წრეში იორდანელ მოსტაფა სულთან რაიექ ალქადეს ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი მძიმე ბრძოლაში 5:2 დაამარცხა. ნახევარფინალში, კი ქართველმა მოჭიდავემ ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი დაამარცხა.

      შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შანსი კიდევ ერთ ქართველ მოჭიდავეს აქვს. ხვალ, საქართველოს დროით 20:00 საათიდან ლერი აბულაძე მსოფლიო პირველობის ფინალში მასპინძელი სერბეთის წარმომადგენელს, სებასტიან ნადის შეხვდება.

      მსგავსი სიახლეები