ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონია
იტალიის ქალაქ რიჩონეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ ლორის ტასირს შეხვდა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა.
ფინალამდე მაისურაძემ პირველ წრეში ბრაზილიელ მარსელო გომესს ვაზარით მოუგო, მეორე წრეში სლოვაკი მილან რანდლი იპონით დაამარცხა, მეოთხდეფინალში ფინელ კრისტოფერ კალიულაიდს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ ლი კოხმანთან იპონით გაიმარჯვა.