უაითი: ჩიმაევი ბუნების საოცრებაა, ეს მე-4 ბრძოლაა, როცა მას 1 დარტყმაც არ მიუღია
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა კომენტარი გააკეთა ხამზატ ჩიმაევის ბრძოლაზე კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ, რომელიც ლას-ვეგასში UFC 279-ზე შედგა.
„ეს, ალბათ, ხამზატის მეოთხე ბრძოლაა, როცა მას არც ერთი დარტყმა არ მიუღია. ის ბუნების საოცრებაა და არა მგონია, ვინმე მისგან ასეთ ბრძოლას მოელოდა, განსაკუთრებით კევინის წინააღმდეგ.
ტიტულისთვის ბრძოლას მივცემდი, როცა მას ასეთი დიდი უპირატესობა ჰქონდა? ეს დიდი პრობლემაა. ვნახოთ, მოვიფიქრებთ“.
- თქვა უაითმა.
თავად ჩიმაევმა ნეიტ დიასს ფული შესთავაზა, რომ მასთან ბრძოლას ხელახლა დათანხმდეს.
„წონის დაკლება შემეძლო, მაგრამ ექიმმა შემაჩერა. რისი გაკეთება შემეძლო? ველოდი რას მეტყოდა UFC. მე ვუთხარი, რომ მინდოდა ბრძოლა, რომ ამ ბიჭს მთელ ჩემს ფულს მივცემდი. ეს თითქმის ორი მილიონი დოლარია.
თუ განგსტერია, ფულისთვის უნდა ებრძოლა. მაგრამ მას არ სურდა ჩემთან ბრძოლა. ვინ არის ახლა განგსტერი?"
- განაცხადა ჩიმაევმა.
შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევს UFC-ში 12 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.