ჟერარ პიკე, ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი, ჟორდი ალბა
Aa
Aa

Sport: ბარსა ზამთარში პიკეს, ალბას, დეპაისა და დე იონგის გაშვებას გეგმავს

იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონას“ სურს, რომ მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები მოიშოროს.

ესპანური Sport-ის ცნობით, კლუბი გეგმავს, რომ ზამთარში პიკე, ალბა, დე იონგი და დეპაი გაუშვას.

კლუბი ცდილობდა, რომ ზაფხულში მათთვის ხელფასები შეემცირებინა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან ფეხბურთელები წინააღმდეგნი იყვნენ. ამჯერად „ბლაუგრანა“ შეეცდება თითოეული მათგანი ტრანსფერზე დააყენოს.

სიტუაცია შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ რომელიმე მათგანი ხელფასის შემცირებას გადაწყვეტს და ამავდროულად კლუბს მისი დატოვების სურვილიც ექნება.

2023 წლის ზაფხულიდან ლა ლიგაშია ხალი წესი ამოქმედდება და კლუბებს სახელფასო ლიმიტი შეუმცირდებათ. ამის შესახებ ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა.

აქედან გამომდინარე, „ბარსა“ თადარიგს იჭერს და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების დროულად მოშორებას აპირებს.

ბოლოს გეტყვით, რომ სერხიო ბუსკეტსი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და MLS-ში წავა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. „ბარსასთვის“ ეს კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშის გაშვება იქნება, რაც სახელფასო ლიმიტს დაწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა