ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: საჭიროა უკეთ გავიგოთ, თუ როდის უნდა გავაკეთოთ ბოლო პასი

ჩავი ერნანდესმა „კადისთან“ გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებზე მომხდარ ინციდენტსაც შეეხო.

„გაუგებარი სიტუაცია იყო: ზოგი ამბობდა, რომ ის ტრიბუნიდან გადმოვარდა, ზოგიც, რომ გულის შეტევის საფრთხე იყო. თუ რაიმე უსიამოვნება იქნებოდა, მატჩს საბოლოოდ შევწყვეტდით. ეს ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჩვენ ფეხბურთზე მაღლა უნდა ვიყოთ. საბედნიეროდ, უბედურება არ მომხდარა და ფეხბურთის თამაში შევძელით.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რთულ მოედანზე, სადაც ორი სეზონია მოგებული არ გვქონდა. ჩვენ შევქმენით მომენტები და ვდომინირებდით. სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატურნირო ცხრილში სათავეში დასარჩენად.

იმდენი მომენტი არ შეგვიქმნია, რამდენსაც ველოდით. ასეთ მატჩებში მთავარია ანგარიშის გახსნა. ზოგჯერ საჭიროა უკეთ გავიგოთ, თუ როდის უნდა გავაკეთოთ ბოლო პასი. მაგრამ მე ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ იდეალური მატჩი არ გვქონია“,

- განაცხადა ჩავიმ.

ჩავისთვის „კადისთან“ გამარჯვება „ბარსას“ თავკაცის რანგში 25-ე იყო. მას ამ შედეგის მისაღწევად 43 შეხვედრა დასჭირდა. მის ანგარიშზე ასევე 10 ფრე და 8 მარცხია.

„ბარსა“ „ბაიერნთან“ მატჩს კარგ ფორმაში ხვდება. კატალონიელებმა ბოლო 5 მატჩში 20 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

ამ 5 მატჩში ბარსელონამ 20 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორჯერ გაუშვა. „რეკორდმაისტერს“ ჩავის გუნდი სამშაბათს, 13 სექტემბერს მიუნხენში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა