ეცა და მოგუდა - ჩიმაევმა ჰოლანდი პირველივე რაუნდში დაამარცხა
გამთენიისას ლას ვეგასში UFC 279 შედგა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ბრძოლად ხამზატ ჩიმაევისა და კევინ ჰოლანდის დაპირისპირება ითვლებოდა.
ჩიმაევს ამ ბრძოლამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 11:0-ზე ჰქონდა, ჰოლანდს კი 23:8-ზე.
ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა. საწყისი წამებიდანვე ჩიმაევი ჰოლანდს ეცა და თეიქდაუნში გადაიყვანა, საიდანაც ჰოლანდმა თავის დაღწევა ვეღარ შეძლო და მგუდავი ილეთის შედეგად უშანსოდ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ნახევრადსაშუალო წონაში მას შემდეგ გაიმართა, რაც ჩიმაევმა წონა ვერ ჩააბარა და ნეიტ დიაზთან ბრძოლის უფლება არ მისცეს.
ჩეჩნური წარმოშობის შვედმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ახლა რა? თქვით ახლა რამე? დივიზიონში ყველას გავანადგურებ! მომეცით მთავარი ბრძოლიდან ორივე ბიჭი და ზუსტად იგივე შედეგი იქნება, რაც ახლა იყო.
წონის დაკლებას ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ექიმმა შემაჩერა. აქ მოვკვდები გალიაში, არასოდეს დავტოვებ აქაურობას - ეს ჩემი სახლია.
ჰოლანდთან გამარჯვება? ჩვენ ყველანი საამისოდ ყოველდღიურად ვვარჯიშობთ. მადლობა ჩემს გუნდს“,
- განაცხადა ჩიმაევმა.