სოფია ბაღიშვილი
Aa
Aa

ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - წარმატებული დებიუტი KSW-ში

KSW-ის ოქტაგონზე სოფია ბაღიშვილმა პირველი ბრძოლა ანიტა ბეკუსთან გამართა და გამარჯვებით დაასრულა. სოფიას გამარჯვებისთვის წუთი და 47 წამი დასჭირდა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს ხელის მტკივნეული ილეთით სძლია.

დღევანდელ შეხვედრამდე ანიტა ბეკუსმა კარიერაში 8 ბრძოლა გამართა და სასურველი შედეგი 6-ჯერ დააფიქსირა. ბაღიშვილთან შეხვედრამდე მის ანგარიშზე ზედიზედ სამი მოგება იყო და თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში წამყვანი პოზიცია ეკავა. ასე რომ, სოფიამ რთული ამოცანა შეასრულა, ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბაღიშვილი 23 წლისაა და ერთადერთი მარცხი ტუნზალა იმანლისთან განიცადა, რომელთანაც რევანშის აღება მოახერხა. სოფია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ოსტატია და 6-დან 4 ბრძოლა სწორედ მათი დახმარებით აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები