გაგრა, გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, გიორგი ფანცულაია, ფლამარიონ ჯოვინო
Aa
Aa

მარტივი გამარჯვება - ბათუმის დინამომ გაგრას მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდმა, გასულ ტურში მარცხის შემდეგ, რეაბილიტაცია მოახდინა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები აქტიურობდნენ. პირველ ტაიმში სტუმართა გუნდს ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონდათ. ბათუმელებს კი კარისკენ 9 და ზუსტად კარში 5. ანგარიში 21-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა.

გეგუჩაძის შეგირდები აქტიურობას არ წყვეტდნენ და ტაიმის მიწურულს, ჯოვინო ფლამარიანომა გაისროლა - 2:0.

მეორე ტაიმში სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უპირატესობას კვლავ „დინამო“ ფლობდა. რაც შეეხება „გაგრას“, კირკიტაძის შეგირდებმა ერთხელ ზუსტად კარში დარტყმა მოახერხეს, მაგრამ შედეგი არ მოყვა. საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

სატურნირო ცხრილი

ამ გამარჯვების შემდეგ, აჭარულ გუნდს 60 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს. „გაგრა“ კი 25 ქულით მე-9 ადგილზე, გასავარდნ ზონაში იმყოფება.

მატჩში გასული გოლები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “ხვიჩამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა“
სპალეტი: “ხვიჩამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა“