სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბერძნულ-რომაულ სტილში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ წარმატებით იასპარეზა და ფინალში გავიდა.
წურწუმიამ იორდანელ მოსტაფა სულთან რაიექ ალქადეს ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი მძიმე ბრძოლაში 5:2 დაამარცხა. რაც შეეხება ნახევარფინალს, ყაზახ ამანგალი ბეკბოლატოვს სძლია და ოქროს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებს.