ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

“ვარსკვლავური“ - AS მამარდაშვილს აფასებს

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. სასიხარულო ის იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ვიხილეთ, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა AS-მა „ღამურების“ ფეხბურთელები შეაფასა და გამონაკლისი არც ქართველი მეკარე იყო.

რას წერს AS?

„ვარსკვლავური! მიუხედავად გაშვებული ორი გოლისა, მისი ბრალეულობა არ იყო. პირიქით, გიორგი „ვალენსია“ არაერთხელ იხსნა. მამარდაშვილმა ტრეიოს პირისპირ აუღო ბურთი, ხოლო შემდეგ კუთხიდან ალვაროს ძლიერი დარტყმული მოიგერია. 1 წუთის შემდეგ კი კამელოს არ გაატანინა.“

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 6 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომავალ შეხვედრას „ღამურები“ 17 სექტემბერს, საკუთარ კედლებში „სელტას“ წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო
ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო