ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო

იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში „ნაპოლიმ'' „დიეგო მარადონაზე“ „სპეცია“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა.

მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო.

ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში ათამაშა. პირველ ტაიმში სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა მის მწვავე თამაშს გოლი არ მოჰყოლია. მეორე ტაიმში ხვიჩას თამაშს სიმწვავე აკლდა.

ტრადიციულად, სპალეტიმ ხვიჩა 90 წუთი არ ათამაშა, 67-ე წუთზე დიეგო სიმეონეთი შეცვალა.

6 ტურის შემდეგ „ნაპოლის'' აქტივში 14 ქულაა, სპალეტის გუნდმა 6-დან 4 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა. „ნაპოლის'' მსგავსად სერია ა-ში მხოლოდ სამი გუნდი არ დამარცხებულა: „მილანი'', „ატალანტა'' და „იუვენტუსი''.

ნეაპოლურმა გუნდმა 13 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა. ამ ეტაპზე ამ მაჩვენებლით მხოლოდ „იუვენტუსი'' და „ატალანტა'' სჯობნიან, რომლებმაც 2-2 გოლი გაუშვეს.

,,ნაპოლი'' 14 ქულით სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა უშუალო კონკურენტებს მე-6 ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ.

მე-7 ტურში „ნაპოლი'' „მილანს'' ესტუმრება. შეხვედრა 18 სექტემბერს, „სან სიროზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე და გატუზოს უმალ მოგვეწონა და კალაძეს დავურეკეთ“ - ჯუნტოლი ხვიჩას ტრანსფერზე
„მე და გატუზოს უმალ მოგვეწონა და კალაძეს დავურეკეთ“ - ჯუნტოლი ხვიჩას ტრანსფერზე