გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსია რაიო ვალეკანოსთან დამარცხდა - მამარდამ რთული ბურთები მოიგერია

ლა ლიგის მე-5 ტურში „ვალენსია“ მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა არადამაჯერებლად ითამაშა და მადრიდელებმა სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს.

გიორგი მამარდაშვილი ტრადიციულად ძირითადში იმყოფებოდა და გაშვებულ არცერთ გოლში მისი ბრალეულობა არ ყოფილა.


პირველ ტაიმში, როცა „ვალენსია“ 0:1-ს აგებდა, „მამარდამ“ ორი საკმაოდ რთული დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს შანსი შეუნარჩუნა, თუმცა „ღამურებმა“ მეორე ნახევარში ნიკო გონსალესის ავტოგოლით მატჩი ნაადრევად დათმეს. 93-ე წუთზე დიახაბის გოლმა საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. ჯამში საქართველოს ნაკრების მეკარემ 4 დარტყმის მოგერიება შეძლო.


ამრიგად, 5 ტურის შემდეგ, „ლოს ჩე“ ლა ლიგაში 6 ქულით მე-12 ადგილზეა და ტურის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ უფრო დაქვეითდებიან.

მე-6 ტურში გატუზოს გუნდი „მესტალიაზე“ „სელტას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიჟი არ გეგონოთ`` - ტარდელის ხვიჩამ ბესტი გაახსენა
„გიჟი არ გეგონოთ`` - ტარდელის ხვიჩამ ბესტი გაახსენა