“მატჩის წინააღმდეგი ვარ“ - რუსეთთან თამაშს არც ჯეკო აპირებს
19 ნოემბერს, რუსეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ცნობილი 9 სექტემბერს გახდა, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის საგანგებო კომიტეტმა მიიღო, რომელსაც ბოსნიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ეწინააღმდეგება.
მატჩის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა ბოსნიელთა მთავარი ვარსკვლავი ედინ ჯეკო:
„რუსეთთან მატჩის წინააღმდეგი ვარ! მე ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვიყავი.
საფეხბურთო კავშირმა იცის ჩემი აზრი. სამწუხაროდ, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, თუ ვისთან ითამაშებს ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაგრამ მე მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია, რომელიც არ მოიცავს ამ თამაშში მონაწილეობას“,
- ამბობს „ინტერის“ ფორვარდი.
რუსეთთან თამაშის წინააღმდეგია მირალემ პიანიჩიც
„მე გავიგე ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ და მისმა ხელმძღვანელობამ იცის ჩემი პოზიცია. დამირეკეს და მკითხეს, რას ვფიქრობდი თამაშზე. მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, შემდეგ კი მათი განსხვავებული გადაწყვეტილება გამიკვირდა. ეს ცუდი გადაწყვეტილება!
სიტყვები არ მყოფნის. როდესაც გუნდი კარგად თამაშს იწყებს, რაღაც ყოველთვის არასწორად მიდის. ფედერაციამ იცის ჩემი პოზიციის შესახებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს არ არის კარგი არჩევანი“,
- განაცხადა პიანიჩმა.
მატჩი 19 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში უნდა ჩატარდეს.