FIBA-ს ოფიციალური განცხადება Eurobasket 2022-ზე მსაჯობის შესახებ
FIBA-მ აღიარა ორი სერიოზული შეცდომა, რომელიც ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის ფაზაში იქნა დაშვებული.
პირველი მოხდა ლიეტუვისა და გერმანიის მატჩისას. მეორე და მთავარი, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს საქართველოსა და თურქეთის შეხვედრას ეხება, რომელიც ყველაზე ხმაურიანი გამოდგა.
აი რას წერს, fiba-ს ოფიციალური ვებ გვერდი:
„მეორე შეცდომა იყო დროის აღრიცხვისას თურქეთი-საქართველოს შეხვედრაში. ზუსტი დროის სისტემის ჩანაწერების ექსპერტიზის ანალიზის შედეგად, დასკვნა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, შეხვედრის საათი ოფიციალურმა პირებმა შეაჩერეს, ინციდენტისას მსაჯის ფორმის უკანა მხარეს სპეციალური მოწყობილობა შემთხვევით ერთ-ერთმა მოთამაშემ გაააქტიურა.
FIBA-ს მიერ მიღებულია რიგი დამატებითი ზომები, რათა უზრუნველყოს ევრობასკეტის ოფიციალური პირების მუშაობა მაღალ დონეზე და რომ მათი საერთო შესრულება მუდმივად უმჯობესდებოდეს ტურნირების მსვლელობისას.
FIBA გააგრძელებს ოფიციალური პირების მუშაობის შეფასებას, მიიღებს ყველა საჭირო ზომას შეჯიბრის განმავლობაში, მაგრამ თანაბრად არ მიიღებს თანამდებობის პირების შეურაცხყოფას თამაშების წინ ან მისი მსვლელობისას დროს და მისი დასრულების შემდეგ. FIBA მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაიცვან სათანადო გარემო, სადაც ოფიციალური პირები, ისევე როგორც მოთამაშეები, შეძლებენ მოედანზე თამაშს“.
განცხადებიდან ჩანს, რომ თურქების მიერ მოთხოვნილი გამოძიება გასახდელში მომხდარ (მათი თქმით) ჩხუბთან დაკავშირებით ნახსენები არ არის. 22 წამის დარღვევის შემთხვევაზე კი FIBA-მ მიიჩნია, რომ ეს შეხვედრის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.