GFF, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
Aa Aa

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების 4 წლიანი გეგმა წარადგინა

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-სთან თანამშრომლობით 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა წარადგინა. გეგმირების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება მოიცვა.

✅ სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები: ეროვნული გუნდები; ეროვნული ჩემპიონატი; ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება; მასობრივი ფეხბურთი; ქალთა ფეხბურთი;

დოკუმენტში კონკრეტული ნაბიჯები და ხედვაა ასახული, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება გასულ 5-წლედში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი.

2015-2022 წლების, პირველი სტრატეგიული ციკლის პერიოდში, აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, რომელიც დღის წესრიგში პირველ რიგში იდგა და სწრაფ, ეფექტურ რეაგირებას საჭიროებდა. ციკლის დასრულების შემდეგ, პანდემიის დროის და შემდგომ პერიოდში, UEFA-სთან ერთად კვლევები ჩატარდა და შეფასება გაკეთდა, რითიც ახალ ეტაპზე გადასვლა და დოკომენტის შემუშავება გახდა შესაძლებელი.

ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

ნიკოლოზ ჯღარკავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი)

გაზიარება: