ხვიჩა პირველია - მან დიბალას, ლაუტაროსა და ვლაჰოვიჩს გაასწრო
სერია ა-მ EA Sports-თან ერთად ჩატარებულ გამოკითხვაში აგვისტოს თვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. სერია ა-ს საწყის ოთხ ტურში ქართველი გარემარბის აქტივში 3 გოლი და 1 საგოლე პასია. გამოკითხვაში კვარაცხელიამ ისეთ ფეხბურთელებს აჯობა როგორებიც არიან პაულო დიბალა (რომა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) და ტეუნ კოპმეინერსი (ატალანტა).
Un inizio di stagione stellare per il @EASPORTSFIFA POTM del mese di agosto ????
— Lega Serie A (@SerieA) September 9, 2022
✨ Khvicha Kvaratskhelia ✨⁰⁰@EA_FIFA_Italia #POTM #FIFA23
რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე სეზონს, სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულთან'' მოგებულ მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა, შეტევაში აქტიურად მონაწილეობდა, საგოლე პასიც შეასრულა.