ხვიჩა კვარაცხელია, დავით ყიფიანი
Aa Aa

დიდი ქართული სკოლის ღირსეული მემკვიდრე - ყიფიანიდან ხვიჩამდე

„ახლა უკვე კვარაცხელია ევროპამაც შეამჩნია: ყველა მატჩში ამაღელვებელია“. - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ვებ გვერდი fanpage.it.

სტატიაში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანიც გაიხსენეს.

„ჩემპიონთა ლიგაზე თავის პირველ შეხვედრაში კვარაცხელიამ საოცრება კიდევ ერთხელ გვიჩვენა. ქართველი ფეხბურთელი არის ძლიერი, ტექნიკური, დიდებული ხასიათით, შეუძლია გოლის გატანა და თანაგუნდელებისთვის დახმარების გაწევა.

ფიზიკური მონაცემები, ტექნიკა, კლასი, გული, გამძლეობა, თამაშის ხედვა, ალტრუიზმი – შესანიშნავი აქვს. ანალიზის ყველა კლასიკური პარამეტრით, სწორი არ არის განსაჯო ფეხბურთელი ჩემპიონატის ხუთი და ჩემპიონთა ლიგის ერთი მატჩის შემდეგ, მაგრამ რთულია, არ მოიხიბლო და აღელდე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით, არა მარტო „ნაპოლის“ ქომაგებისთვის.

კვარაცხელია დომინირებდა და მათ დაცვაში კოლოსალური კატასტროფები შექმნა, გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და რომლის დაცვასაც ლიდერობს ვირჯილ ვან დეიკი.

კვარაცხელიაში ბევრი რამ გაოცებს. იგი დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს. პირველი რაც მასში ყურადღებას იქცევს, არის მისი შთამბეჭდავი პიროვნება, რომელიც გუნდსა და გულშემატკივრებს ახარებს. მისი თამაშის ყურება ყოველ წამს აღფრთოვანებას იწვევს., რადგან იგი მთელი ენერგიით თამაშობს, რაც მის სხეულშია, მუხრუჭების გარეშე და თუ მას ძალიან ახლოს დაუყენებ ოსიმენს, ეს იქნება ფეთქებადი კოქტეილი.

კვარაცხელიას ყველაფერთან ერთად იტალიის ჩემპიონატთან მიმართებით არაშესაბამისი აღნაგობაც აქვს. სერია A-ში მიჩვეულნი არიან გამხდარ და ტექნიკურ ფლანგის მოთამაშეებს (ისე როგორც გუარდიოლა იყენებდა ინიესტას). კვარაცხელიას სიმაღლე 183 სმ არის და 70 კგ-ზე მეტს იწონის, დაკუნთულია და ძლიერია, შეუძლია გაუძლოს არამხოლოდ ფიზიკურ კონტაქტებს, არამედ იპოვოს ისინი და მოიგოს ორთაბრძოლა, როგორც ეს ჯო გომესის შემთხვევაში გააკეთა, რომელმაც მისი შეჩერება ვერ შეძლო. ვერცერთ შემთხვევაში.

და ამ ორ განზომილებასთან ერთად, რაც მას ამ ეტაპებისთვის აქვს, ჩემპიონთა ლიგისთვის მზად მყოფ მოთამაშედ აქცევს.

შესანიშნავი ტექნიკა, მას იმ დიდი ქართული სკოლის ღირსეულ მემკვიდრედ აქცევს, რომელსაც უზარმაზარი კლასის მოთამაშეები უნახავს, როგორიც არის 70-იანი წლების თბილისის დინამოს ლეგენდა დავით ყიფიანი.

კვარაცხელიას გამძლეობაც ხაზგასმით არის აღსანიშნი, რადგან მატჩამდე ერთი საათით ადრე, მისი დარტყმები და გარბენები ხანგრძლივი იყო.

საგოლე პასი, რომელიც სიმეონეს გაუკეთა, მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სავიზიტო ბარათი იქნება”. - წერს იტალიური გამოცემა.

გაზიარება: