UFC, გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

სამწუხარო ამბავი: გიგა ჭიკაძე სოდიქ იუსუფთან ბრძოლას ჩაეხსნა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე 17 სექტემბერს, UFC Apex-ზე სოდიქ იუსუფთან დაგეგმილ ორთაბრძოლას ჩაეხსნა. ინფორმაციას MMA-სთან დაკავშირებული ცნობილი სააგენტო MMAJunkie ავრცელებს.

33 წლის მებრძოლის გადაწყვტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, როგორც სააგენტო წერს, მათ ინფორმაცია გიგასთან დაკავშირებულმა რამდენიმე სანდრო პიროვნებამ მიაწოდა, თუმცა ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ. მათივე ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბოლოს 2022 წლის იანვარში ვიხილეთ. ქართველი მებრძოლი მაშინ კელვინ კატარს შეხვდა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. გიგას MMA-ს ეგიდით 25 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 21 შემთხვევაში გაიმარჯვა, 4 შეხვედრაში კი დამარცხდა. UFC-ში „ნინძას“ ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუთარაულის გამარჯვება - რუსეთში იჩხუბა და ქართული დროშა ააფრიალა
თუთარაულის გამარჯვება - რუსეთში იჩხუბა და ქართული დროშა ააფრიალა