მარცხი მონტენეგროსთან - საქართველო ევრობასკეტს დაემშვიდობა
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73:81 დამარცხდა. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ჩარჩა..
პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ოდნავ უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ. „ჩვენებურებს“ 9 ქულით და 1 პასით მაკფადენმა ულიდერა. 10 წუთს გასვლის შემდეგ, ტაბლოზე მონტენეგროს სასარგებლოდ 21:19 დაფიქსირდა.
მეორე მეოთხედი შეცდომით დავიწყეთ. ჯინჭარაძემ არასპორტული ჯარიმა მიიღო და მოწინააღმდეგეს უპირატესობის გამყარების შანსი მიეცა. ასეც მოხდა, მაგრამ ზუროსის შეგირდები არ დანებდნენ და აქტიური თამაში განაგრძეს.
შეიძლება ითქვას, რომ დუბლევიჩმა საკუთარი ნაკრები დააღალატა. მეორე მეოთხედის შუაში მესამე პერსონალური ფოლი მიიღო, შემდეგ გაცხარდა და ტექნიკური ჯარიმაც დაემატა. მესამე მეოთხედის წინ სტუმართა კაპიტანს 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა. პირველი ტაიმი კი მაინც 35:41 დავთმეთ.
მესამე მეოთხედმა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მონტენეგრო ერთ-ერთ ეპიზოდში 8 ქულით გავიდა წინ, მაგრამ ქართველებმა სხვაობის შესამცირებლად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ზუროსის შეგირდების შეტევის დროს მსაჯმა შეცდომა დაუშვა, ბურთი სტუმართა გუნდს დარჩა და ბოლო წამზე 3-ქულიანი ჩააგდო. გადამწყვეტ მეოთხედამდე მონტენეგროს სასარგებლოდ 58:52 დაფიქსირდა.
ბოლო მეოთხედში ქაოტური თამაში წავიდა. მოთამაშეები ხშირად ესროდნენ პერიმეტრიდან, მაგრამ უფრო ზუსტი სტუმრები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს კაპიტანმა დუბლევიჩმა მეხუთე პერსონალური გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. სამწუხაროდ, მონტენეგრო ბოლო წუთებში ყველა კომპონენტში უკეთესი იყო და შეიძლება ითქვას დამსახურებულად გაიმარჯვა - საბოლოო ანგარიში 73:81
საქართველოს მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი მაკფადენმა დააფიქსირა, რომელმაც 35 წუთში 16 ქულა 1 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მონტენეგროს კი 22 ქულით დრობნიაკმა ულიდერა.. ასევე გეტყვით, სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 15 ქულა და 10 მოხსნა.