ევროპული ფეხბურთი მოენატრა - დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში ითამაშებს
2020 წელს დიეგო კოშტამ მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა და ევროპულ ფეხბურთზე უარი თქვა. ვეტერანი ესპანელი სათამაშოდ ბრაზილიაში კონკრეტულად კი „ატლეტიკო“ მინეიროში წავიდა, სადაც დღემდე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ „ვულვზმა“ სატრანსფერო ფანჯრის დასრულების მიუხედავად მოითხოვა, რომ კოშტას დამატების უფლება ჰქონოდა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კი „მგლებს“ ამის ნებართვა მისცა.
დიეგო დღეს საღამოს ინგლისში გაემგზავრება, რათა ტრანსფერის დეტალები შეათანხმოს. სამედიცინო შემოწმება დაგეგმილია. „ვულვერჰემპტონმა“ ასევე 1-წლიანი კონტრაქტი გაამზადა.
Exclusive: Wolves appeal for Diego Costa’s work permit/appeal has been accepted. Diego will fly to England later tonight to discuss final details of the free transfer. ???????? #WWFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 7, 2022
Medical tests have been scheduled and it will be a key step to proceed — one year contract ready. pic.twitter.com/xBXar0DCmE
შეგახსენებთ, რომ ვეტერან ესპანელს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 33 წლის თავდამსხმელი 2014-დან 2017 წლის ჩათვლით „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 59 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.