ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ბენიტესი
Aa
Aa

ბენიტესი: “ხვიჩა იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია“

ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში საკმაოდ სწრაფად და ხმაურიანად შეიჭრა. ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ბრწყინავს და მის კარგ თამაშს მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი ეხმაურება.

გამონაკლისი არც „რეალის“ და „ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესია, რომელმაც „კვარას“ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რა თქვა ბენიტესმა?

„ბევრმა ალბათ კიდევ არ იცის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია. „ლივერპულის“ წინააღმდეგ ქართველი ყველაზე სახიფათო იქნება. ის მხოლოდ 21 წლის არის, მაგრამ საოცარი ტალანტი აქვს და ის ფაქტი, რომ სერია ა-ში თავი ასე კარგად დაიმკვიდრა მის დიდებულ მენტალიტეტზე მეტყველებს.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევმა სერია ა-ში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ შედეგის დაფიქსირების შემდეგ კი ის იტალიის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

უკანასკნელ ტურში კი „ნაპოლი“ „ლაციოს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვები გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია“ - სპალეტი და დი ლორენცო ხვიჩაზე
„შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია“ - სპალეტი და დი ლორენცო ხვიჩაზე