ხვიჩა WhoScored-ის ტოპ 5 ლიგის კვირის გუნდში მოხვდა
ფეხბურთის ანალიზის და სტატისტიკის საერთაშორისო ვებ პორტალმა WhoScored-მა, გასული უქმეების ტოპ 5 ლიგებიდან 21-წლამდელთა საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
სასიხარულოა, რომ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელმაც „ნაპოლის“ რიგებში „ლაციოსთან“ შეხვედრაში გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
WhoScored-მა ხვიჩას თამაში 8.0-ით შეაფასა.
სასიხარულოა, რომ კვარაცხელია უკვე მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც WhoScored-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. პირველი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც „ვალენსიაში“ სეზონს ჩინებულად იწყებს.
რაც შეეხება გუნდს, იგი ასე გამოიყურება:
მეკარე: კრისტენსენი (ჰერტა). მცველები: გუსტო (ლიონი), ლუკება (ლიონი), აივუ (კრემონეზე), უდოჯი (უდინეზე). . ნახევარმცველები: მუსა (ვალენსია), გომესი (ლილი), ნიკო (ვალენსია. თავდამსხმელები: როდრიგო (რეალი), ლი (მალიორკა), კვარაცხელია (ნაპოლი).
???????? U21 Team of the Week in Europe's top 5 leagues pic.twitter.com/PYWdshTdXH
— WhoScored.com (@WhoScored) September 6, 2022