ევრობასკეტი, ბელგიის კალათბურთელთა ნაკრები, თურქეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

Eurobasket-ის A ჯგუფი: თურქებმა ბელგია დაამარცხეს

Eurobasket 2022-ის A ჯგუფში მე-4 ტურის შეხვედრებმა აიღო სტარტი. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს ბელგიისა და თურქეთის საკალათბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც ჩვენმა მეზობლებმა დამაჯერებლად, 78:63 გაიმარჯვეს.

შეხვედრა თავიდანვე თურქების სოლიდური უპირატესობით დაიწყო და ბელგიელებმა ერთხელაც ვერ შეძლეს დაწინაურება. პირველივე მეოთხედი ერგინ ატამანის გუნდმა 14-ქულიანი სხვაობით, 20:6 მოიგეს, რამაც შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

მართალია მეორე მეოთხედის ბოლოს ბელგიელებმა სხვაობა 7-ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილი ორი პერიოდი თურქმა კალათბურთელებმა უშეცდომოდ და მაღალ დონეზე ჩაატარეს და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

საუკეთესო კალათბურთელი ალპერენ შენგუნი გახდა, რომელმაც მეტოქეს 24 ქულა ჩაუგდო, 8-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, 6 ასისტი შეასრულა და 1 ბლოკიც მიითვალა.

ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში კი გამორჩეული ჰარის ბრატანოვიჩი იყო, რომელმაც მოედანზე გატარებულ 20:50 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ამ გამარჯვების შემდეგ თურქეთმა ჯგუფში მე-3 მოგება ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში ბელგიის ნაკრებთან გადასწრებით მე-2 ადგილზე აღზევდა.

თბილისი არენაზე მომდევნო შეხვედრა 18:15 საათზე გაიმართება, სადაც მონტენეგროს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. 21:00 საათზე კი საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოგვმართავდნენ შეურაცხმყოფელი შეძახილით, ჟესტით და საჩხუბრად გვიწვევდნენ“ - შენგელიას განცხადება
„მოგვმართავდნენ შეურაცხმყოფელი შეძახილით, ჟესტით და საჩხუბრად გვიწვევდნენ“ - შენგელიას განცხადება