ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

,,ომი დაიწყო, თანხა შემცირდა და სახლში მოვიყვანეთ“ - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა

,,ნაპოლის'' სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ La città del calcio-სთან ინტერვიუში კლუბთან დაკავშირებულ უამრავ თემაზე ისაუბრა. მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი. ჯუნტოლის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ინტერვენციამ კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა შეამცირა, რამაც კლუბს მისი შეძენა გაუადვილა.

„მის მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში გვქონდა, თუმცა „რუბინი“ დიდ სატრანსფერო თანხას ითხოვდა. სწორ დროს დაველოდეთ. ომის დაწყების შემდეგ მისი შეძენა გაცილებით ნაკლებ თანხად გახდა შესაძლებელი და გვქონდა შესაძლებლობა სახლში მოგვეყვანა. ამის თქმა სამწუხაროა, მაგრამ ომმა განაპირობა, რომ თანხა შემცირებულიყო და აგვეყვანა''.

Corriere dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლის“ კვარაცხელიას შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ომის დაწყების შემდეგ კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა, ივნისის ბოლომდე ბათუმის ,,დინამოში'' ითამაშა, პირველი ივლისიდან ,,ნაპოლის'' ფეხბურთელია. კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,არ ვფიქრობდი, რომ ასეთი ძლიერი მოთამაშე იყო“ - ბონეკის აღიარება ხვიჩაზე
,,არ ვფიქრობდი, რომ ასეთი ძლიერი მოთამაშე იყო“ - ბონეკის აღიარება ხვიჩაზე