„მისი დაბრუნების ხილვა სასიამოვნო იყო“- EJU ბექაურის გამარჯვებაზე
ევროპის ღია პირველობა ლაშა ბექაურმა გამარჯვებით დაასრულა. მან ნახევარფინალში შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა, ფინალში კი შამილის ძმას, ვაჰიდს სძლია.
ძიუდოს ევროპული გაერთიანენა EJU ბექაურის შესახებ წერს:
,,90 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის, შამილ ბორჩაშვილის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის წარსულში 81 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მისი მცდელობა წარუმატებელი გამოვიდა, ლაშა ბექაურმა დაამარცხა, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამს დაუბრუნდა.
ფინალში შამილის ძმა, ვაჰიდი გავიდა, რომელიც ბექაურმა დაამარცხა. ბექაური დაბრუნდა, მან თავის ქვეყანას ოქროს მედალი აჩუქა, სასიამოვნო იყო მისი დაბრუნების ხილვა''.
ევროპის ღია პირველობაზე ბექაურის მსგავსად ვლადიმერ ახალკაციც ფინალში გავიდა, სადაც ნიკოლას ჩილარდი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.