,,მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა“ - სანაძემ ინციდენტზე ისაუბრა
ევრობასკეტის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძლაში 88:83 გაიმარჯვა.
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დუდა სანაძემ ბრწყინვალე 3-ქულიანი ჩააგდო და საქართველო ისევ წინ გაიყვანა. ამ მომენტიდან რამდენიმე წამში დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მსაჯმა ორივე კალათბურთელი პარკეტიდან გააძევა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დუდა სანაძე ბერძნულ Totalbasket-ს ესაუბრა:
,,მას ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო. მას ასეთი რეაქცია ჰქონდა. გულწრფელად გამიკვირდა და ჩვენ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ძალიან ემოციური მომენტი იყოო''.
მე-4 ტურში საქართველო ბულგარეთს შეხვდება. მატჩი 6 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.